Lili Khechuashvili

Psychologist, Psychotherapist
T'bilisi, Tbilisi, Georgia
Constellator Profile
Personal Information
Profession
- Psychologist, Psychotherapist
Place(s) of Work
Place of local Work
Contact
About me
Freetext "about me" in english
I am Lili Khechuashvili, PhD in Psychology, psychotherapist, couples therapist, and Family Systemic Constellations practitioner. For more than 25 years, exploring the inner world of human beings, their relationships, and the stories of their lives has been an inseparable part of both my professional practice and my personal journey. Over the years, I have become increasingly convinced that we are far more than the sum of our individual experiences. Within each of us live stories that began long before we came into this world — the loves and losses of our ancestors, unspoken words, forgotten histories, invisible bonds, and those things we sometimes cannot even name, yet continue to feel and carry within our own lives. For me, psychotherapy is not merely a way of overcoming difficulties or solving problems. It is an encounter with oneself — sometimes painful, sometimes unexpected, and often profoundly liberating. I believe that the body holds its own memories, relationships speak their own language, and our emotions carry stories waiting to be heard. In my therapeutic work, different approaches come together with embodied experience, emotional depth, and the living process of hum
Freetext "about me" in mothertongue
მე ვარ ლილი ხეჩუაშვილი — ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, წყვილების თერაპევტი, ოჯახური სისტემური განლაგებების პრაქტიკოსი. უკვე 25 წელზე მეტია, ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი ურთიერთობებისა და ცხოვრებისეული ისტორიების კვლევა ჩემი პროფესიისა და პირადი გზის განუყოფელი ნაწილია. ამ წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი პირადი გამოცდილება. თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს ამბები, რომლებიც ჩვენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო — ჩვენი წინაპრების სიყვარულები და დანაკარგები, უთქმელი სიტყვები, დავიწყებული ისტორიები, უხილავი კავშირები და ის, რასაც ზოგჯერ სახელსაც ვერ ვარქმევთ, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში მაინც ვგრძნობთ. ჩემთვის ფსიქოთერაპია მხოლოდ სირთულეების დაძლევის ან პრობლემების გადაჭრის გზა არ არის. ეს არის შეხვედრა საკუთარ თავთან — ზოგჯერ მტკივნეული, ზოგჯერ მოულოდნელი, ხშირად კი საოცრად გამათავისუფლებელი. მჯერა, რომ სხეულს თავისი მეხსიერება აქვს, ურთიერთობებს — საკუთარი ენა, ხოლო ჩვენს განცდებს — ისტორიები, რომლებიც მოსმენას ელოდებიან. ჩემს თერაპიულ მუშაობაში ერთმანეთს ხვდება სხვადასხვა მიდგომა, სხეულებრივი გამოცდილება, ემოციური სიღრმე და ურთიერთობის ცოცხალი პროცესი. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი უსაფრთხო და ზრუნვით აღსავსე სივრცის შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია ცოტა ხნით გვერდზე გადადოს ის, ვინც უნდა იყოს, და მიუახლოვდეს იმას, ვინც სინამდვილეში არის. ოჯახური სისტემური განლაგებები ჩემთვის ამ გზის განსაკუთრებული ნაწილია — შესაძლებლობა, შევეხოთ ხილულსა და უხილავს შორის არსებულ სივრცეს, სადაც ზოგჯერ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები იმალება. აქ ვხვდებით არა მხოლოდ საკუთარ ისტორიას, არამედ იმ კავშირებსაც, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია და შესაძლოა, დღესაც გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე, ურთიერთობებსა და განცდებზე. ამ პროცესში ჩემთვის მთავარი მზა პასუხების პოვნა კი არა, ახლებური ხედვისა და მოძრაობის შესაძლებლობის გაჩენაა. მჯერა, რომ ზოგჯერ ცვლილება სწორედ იქ იწყება, სადაც ვბედავთ შევხედოთ იმას, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით; მოვუსმინოთ იმას, რაც დიდი ხნის განმავლობაში უთქმელი რჩებოდა; და პატივისცემით დავუბრუნოთ წარსულს ის, რაც მას ეკუთვნის, რათა აწმყოში საკუთარი ცხოვრებით უფრო თავისუფლად ცხოვრება შევძლოთ.
Working Language(s)
Georgian, English, Russian
Type of Constellation Work
- Systemic / Family Constellations
- SySt® Constellations (Varga von Kibed)
- Life Integration Process (LIP Wilfried Nelles)
Area of Constellation Work
- Family, Partnership, Friendship
- Personal Development
- Education, School and School Management
- Health + Body
- Spirituality + Religion
Works as a Trainer for Constellation work: Yes

